loader

როგორ შეცვალა კორონავირუსმა პაემნებისა და Online-გაცნობის ტაქტიკა - რა ხდება "ტინდერზე" ეპიდემიის გავრცელების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეცვალა კორონავირუსმა პაემნებისა და Online-გაცნობის ტაქტიკა - რა ხდება "ტინდერზე" ეპიდემიის გავრცელების შემდეგ

კორონავირუსმა მსოფლიო დღის წესრიგი სრულიად შეცვალა. შეიცვალა პაემნების სისტემაც. სოციალურმა დისტანციამ ონლაინგაცნობის საიტებს დიდი მოგება მოუტანა და მათზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.
"ტინდერის" მომხმარებლები ამ ბოლო დრო უჩვეულო შეტყობინებას იღებენ - „სოციალური დისტანცია განცალკევებას არ გულისხმობს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოწვევების ჟამს დამაკავშირებელი პლატფორმა ვიქნებით, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა პირადი შეხვედრების დრო არ არის.“
თუკი გავითვალისწინებთ ადამიანურ ინსტინქტებს, რთულია გაუძლო არშეხვედრის ცდუნებას, მით უმეტეს, თუკი რომანტიკოსი ადამიანი ბრძანდებით.