loader

რა სიტყვებით დატოვა ნოდარ მელაძემ "მთავარი არხი"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიტყვებით დატოვა ნოდარ მელაძემ "მთავარი არხი"?

"მთა­ვა­რი არ­ხის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნო­დარ მე­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია და­ტო­ვა და ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა.

"ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა იმ მა­გარ გუნდს, რო­მე­ლიც რჩე­ბა ამ არხზე" - წერს მე­ლა­ძე არხთან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოს­ტში.

მის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ კი­დევ წინა კვი­რა­ში გავ­რცელ­და, თუმ­ცა არც ერთი მხა­რე არ ადას­ტუ­რებ­და ამას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლა­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის" და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო მი­ი­ღო.

კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­დარ მე­ლა­ძეს მალე "ტვ პირ­ველ­ზე" ვი­ხი­ლავთ, სა­დაც მისი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მათ შო­რის, ინგა გრი­გო­ლია, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რია.

ნო­დარ მე­ლა­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის" და­არ­სე­ბა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი იყო, თუმ­ცა არ­ხის და­ფუძ­ნე­ბი­დან 6 თვე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია და­ტო­ვა. "მთა­ვა­რამ­დე" ის 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და "რუს­თა­ვი 2"-ზე, სა­დაც წამ­ყვა­ნი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო.


ასევე დაგაინტერესებთ: ნოდარ მელაძე ტვ "პირველის" მთავარი პროდიუსერი გახდა: რა პოსტი მიუძღვნა ინგა გრიგოლიამ კოლეგას