loader

"მოვიტანე ჩემი გემრიელობები... ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ" - შეფმა კონსტანტინემ და "ჩიკამ" ლევან რატიანს და მის ექიმებს სადილი მიუტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვიტანე ჩემი გემრიელობები... ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ" - შეფმა კონსტანტინემ და "ჩიკამ" ლევან რატიანს და მის ექიმებს სადილი მიუტანეს

შეფ მზარეულმა კონსტანტინე თედელურმა, "მასტერშეფის" მხარდაჭერით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალისთვის განსაკუთრებული სადილი მოამზადა. ყველა წესის დაცვით შეფუთული საკვები შეფ მზარეულმა კლინიკაში საკუთარი ხელით მიიტანა და ვიდეოც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"მადლობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic-ის მთლიან გუნდს, რომლებიც ჯარისკაცებივით ცდილობენ ჩვენი სიცოცხლის დაცვას

მადლობა RMG არემჯი-ის პროექტის განხორციელებისთვის და ნდობისთვის

მადლობა კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი/krtsanisi Residence Complex-ს სამზარეულოს გამოყენებისთვის

მადლობა ჩემს მეუღლეს, Anna Chiradze-ს, გვედრში დგომისთვის

მადლობა მზარეულების იმ გუნდს, რომელიც ამ პროექტის შესრულებაში მეხმარება

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი თანადგომა გაიზიარა

მე ქედს ვიხრი თქვენსა და ქვეყნის წინაშე" - წერს კონსტანტინე თედელური სოციალურ ქსელში.