loader

"მკვლელმა მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა" - ჩოხატაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკვლელმა მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა" - ჩოხატაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

ჩოხატაურში, სოფელ გუთურში 26 წლის მამაკაცი მოკლეს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო დამნაშავე, რომელიც უკვე დაკავებულია, ოჯახის ახლობელი და მოკლულის დის ნათლიაა. მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა. საქმე ოჯახებს შორის გარკვეულ ფინანსურ დავას უკავშირდებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

წყარო: "რუსთავი 2"