loader

კადრები ნიკა ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ულამაზესი ქორწილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ნიკა ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ულამაზესი ქორწილიდან

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გათავისუფლებულია. ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბასილაშვილი უკვე სახლში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ვიდეო: alex studio