loader

"კოპი აზის, თვალი აქვს ჩალურჯებული, ყბა აქვს დასიებული" - გორში 28 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ვის ადანაშაულებს ოჯახი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოპი აზის, თვალი აქვს ჩალურჯებული, ყბა აქვს დასიებული" - გორში 28 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ვის ადანაშაულებს ოჯახი?

გორში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი პასუხისმგებლობას გარდაცვლილის ქმარს აკისრებს.

მათი თქმით, 28 წლის ირინა თოიძეს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება.

ფაქტია, რომ ეტყობა ძალადობა. ან შემოარტყა, ან დაარტყა. ნასვამი იყო, რა ვიცი, ეწევა ის ბიჭი რაღაცებს. რა ჭკუაზე იყო ის ბიჭი, ვინ დაინახა. რა თქმა უნდა, ყველა ქმარს ვადანაშაულებთ. კოპი აზის, თვალი აქვს ჩალურჯებული, ყბა აქვს დასიებული, ტუჩი აქვს მოკვნეტილი - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი მაია ბაღაშვილი. ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.