loader

სოციალური ქსელები შეძრა ვიდეომ, რომელიც მოჩვენების კადრებად მიიჩნიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალური ქსელები შეძრა ვიდეომ, რომელიც მოჩვენების კადრებად მიიჩნიეს

ტაილანდის ერთ-ერთ საავადმყოფოში სათვალთვალო კამერამ უცნაური მოვლენა დააფიქსირა: ცარიელი ეტლი თავისით გადაადგილდებოდა კლინიკის ტერიტორიაზე.

კადრებმა სოციალურ ქსელებში დიდი მღელვარება მას შემდეგ გამოიწვია, რაც გაირკვა, რომ ეტლის პატრონი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ზოგიერთმა ადამიანმა, მათ შორის კლინიკის პერსონალის ნაწილმაც, ჩათვალა, რომ მისი სული , რომელიც ჯერ ვერ გადასახლდა იმქვეყნად, ამოძრავებდა ეტლს. მათთვის კიდევ უფრო შემზარავი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ეტლის ხელით სამართავი მოწყობილობა გაუმართავი იყო.