loader

სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახოთ! - როგორ ართმევენ შვილებს მრავალშვილიან დედას სოციალური მუშაკები და პოლიცია (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახოთ! - როგორ ართმევენ შვილებს მრავალშვილიან დედას სოციალური მუშაკები და პოლიცია (+18)

სამართალდამცველებმა სოციალურ მუშაკებთან ერთად 4-შვილიან დედას ბავშვები ჩამოართვეს და სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანეს. შემთხვევა რუსეთში, ორენბურგის ოლქში მოხდა.

სამართალდამცველებმა და სოცილაურმა მუშაკებმა გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნეს, რომ ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობდა და არსებობდა მისი ჩამონგრევის საფრთხე. თავად მცირეწლოვანების მშობლების მტკიცებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა, ამაოდ. საპირისპიროს ამტკიცებს ორენბურგის მთავრობა. მათი თქმით, ოჯახს რემონტისთვის გამოუყვეს 100 ათასი მანეთი, რასაც არ ადასტურებენ ბავშვების მშობლები. ამასთან, ორენბურგის პოლიციაში აცხადებენ, რომ დედა 3-ჯერ იყო მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მასზე დაკისრებული მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობის გამო.

კადრებში, რომლებიც ბავშვების წაყვანიდან 1 კვირაში გამოქვეყნდა, ნათლად ჩანს, რომ მცირეწლოვანები დედის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. ამასთან, ირკვევა, რომ სამართალდამცველებსა და სოციალურ მუშაკებს თან არ ჰქონიათ სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც ადგილობრივმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.