loader

მძიმე ავარია ოზურგეთში - შეჯახების შედეგად 60 წლამდე ქალი დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია ოზურგეთში - შეჯახების შედეგად 60 წლამდე ქალი დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეო: "გურიის მოამბე"