loader

წამიც და მოგლეჯილი სახურავი 2 მოძრავ ავტომობილს დაეცემოდა - სტიქიის ამსახველი კადრი გორიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წამიც და მოგლეჯილი სახურავი 2 მოძრავ ავტომობილს დაეცემოდა - სტიქიის ამსახველი კადრი გორიდან

ძლიერმა ქარმა გორი დააზარალა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაზიანდა ქუჩაში პარკინგზე მდგომი ერთი ავტომობილი.
ამ დროისთვის, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის, საგანგებო სიტუაციებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ქალაქის კიდევ ორ ლოკაციაზე ძლიერმა ქარმა ხეები მოტეხა, აღნიშნულ ტერიტორიაზეც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველი არაერთი კადრი ვრცელდება. 


ვიდეო: მამუკა ტერაშვილი

ასევე იხილეთ: ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა და გზის სავალ ნაწილზე დაეცა - ვითარება გორში