loader

კახეთში საკრებულოს დეპუტატმა 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა - რა იციან ადგილობრივებმა მომხდარზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში საკრებულოს დეპუტატმა 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა - რა იციან ადგილობრივებმა მომხდარზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათივე თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გვიან ღამით ორივე თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.