loader

"ვყვიროდი, მიშველეთ, მკლავენ მეთქი... მერე დავიწყე მოგერიება" - რა თქვა სასამართლოზე "ოცნების" დეპუტატმა, რომელსაც ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვყვიროდი, მიშველეთ, მკლავენ მეთქი... მერე დავიწყე მოგერიება" - რა თქვა სასამართლოზე "ოცნების" დეპუტატმა, რომელსაც ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღის რაიონულ სასამართლომ დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების" საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეუფარდა.

პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის 5000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ის მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ.

მანამდე კი სასამართლოზე მომხდარის შესახებ ისაუბრა თავად ბრალდებულმა. გიორგი ჭინჭარაულის თქმით, ის მაღაზიაში, საკუთარ არასრულწლოვან დისშვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან თანასოფლელი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სოფელ გამარჯვებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჭინჭარაულს ბრალდება გუშინ წარედგინა.

წინა სასამართლო სხდომის თარიღად 5 აგვისტო, 12 საათზე ჩაინიშნა.