loader

"აი, ასეთი წყალი მოდის ონკანებში სურამში... ეს წყალი დავლიოთ?" - კადრები საკურორტო ზონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, ასეთი წყალი მოდის ონკანებში სურამში... ეს წყალი დავლიოთ?" - კადრები საკურორტო ზონიდან

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეები წყლის დაბინძურებაზე ჩივიან:

"აი, ასეთი წყალი მოდის ონკანებში სურამში, კონკრეტულად კი ჩუმათელეთში!
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეს წყალი დავლიოთ? ამ წყლით სარეცხი გავრეცხოთ, თუ ჭურჭელი?
რას აპირებთ, როდის უნდა მოაგვაროთ წყლის პრობლემა ჩუმათელეთში?! თუ აქ მაცხოვრებლები ადამიანები არ არიან და არც იწუხებთ მათთვის თავს?!

ხაშურის მერს კი თუ არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ჩუმათელეთი საკურორტო ზონაა და აქ მცხოვრები ადამიანების ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ბინების გაქირავებით მიღებული თანხაა, რომლითაც მთელი წელი ირჩენენ თავს.

ახლა კი გეკითხებით და მიპასუხეთ, დასასვენებლად რომ წახვიდეთ და ასეთი წყალი დაგხვდეთ, გაჩერდებით იქ? რა თქმა უნდა, არა! ხოდა, რატომ არ ზრუნავთ, რომ ჩუმათელეთი უფრო მეტად განვითარდეს, როგორც საკურორტო ზონა?! ხალხს იმისთვის არ აურჩევიხართ, რომ კაბინეტში იჯდეთ კომფორტულად?!" - წერს მარი კორკოტაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.