X
"ვაიმე, დავიღუპეთ" - ამ წუთებში ვარკეთილში სიტუაცია დაიძაბა, ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა
10:15 / 16-06-2020
ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი. „ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება კიდევ სამი სახანძრო მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ოთარ კერესელიძის თქმით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში. გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა აალებადი ნივთიერებები, მოგეხსენებათ, გვერდით არის ბენზინგასამართი სადგური და ასევე, გვქონდა ინფორმაცია, რომ ინახებოდა ფოიერვერკები. ხანძრის რამდენიმე კერა იყო “, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ჰორმონალური დისბალანსი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება - ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ვიდეო: “რუსთავი 2“



“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს