loader

"უნდა გამისწორო და გქონდეს ჩემთან სექსი..." - რას ჰყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლიციელმა გააუპატიურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა გამისწორო და გქონდეს ჩემთან სექსი..." - რას ჰყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლიციელმა გააუპატიურა

ძალადობის მსხვერპლი გიორგი პასკონოვი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა აირი დარსალიამ, რომელიც მისი ძმის საქმეს იძიებდა, მასზე სექსუალურად იძალადა.

პასკონოვი ჰყვება, რომ მას პოლიციელი დაუკავშირდა და სთხოვა ნომერი, რათა დაკავშირებოდა და მისი ძმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა.

პასკონოვის ძმას მასზე ძალადობა ედებოდა ბრალად.

დარსალიამ ბიჭი პოლიციის შენობაში დაიბარა, თუმცა, როცა ის განყოფილებაში მიდიოდა, მოძალადე დაუკავშირდა და დაუსახლებელ ადგილას ჩამოსვლა სთხოვა, რათა თავად წაეყვანა პოლიციაში.

სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც დაზარალებული იხსენებს, პოლიციელმა იარაღის დემონსტრირებით და მუქარით ტყეში წაიყვანა და გააუპატიურა.