loader

როგორ ჩამოჰყავთ ექსტრადირებული ლიპარტელიანი, რომელიც 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია ბრალდებული - კადრები აეროპორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ჩამოჰყავთ ექსტრადირებული ლიპარტელიანი, რომელიც 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია ბრალდებული - კადრები აეროპორტიდან

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გ.ლ. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

ფრაგმენტი "რუსთავი 2"-ის სიუჟეტიდან

ასევე იხილეთ: 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული ძებნილი საქართველოში დააბრუნეს - სპეციალური ბრიფინგი პროკურატურაში