loader

ახალი კადრები გიორგი შაქარაშვილის საქმეში: ვინ არის მამაკაცი, რომელიც მანქანიდან გადმოსულ გური ამირხანაშვილს ელაპარაკება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი კადრები გიორგი შაქარაშვილის საქმეში: ვინ არის მამაკაცი, რომელიც მანქანიდან გადმოსულ გური ამირხანაშვილს ელაპარაკება

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

რაც შეეხება ამირხანაშვილს, ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც გაქცევა და ბუჩქებში დამალვა შეძლო მას შემდეგ, რაც მას და მის მეგობრებს დაპირისპირებული ჯგუფიდან რამდენიმე პირი დაედევნა.