X
როგორ პასუხობს ინგა გრიგოლია შსს-ს ერთ-ერთი თანამდებობის პირის "ფეისბუქ"-პოსტს, რომელიც "ტვ პირველის" ჟურნალისტის ექსპერიმენტს მოჰყვა
22:32 / 09-07-2020
როგორ პასუხობს ინგა გრიგოლია შსს-ს ერთ-ერთი თანამდებობის პირის "ფეისბუქ"-პოსტს, რომელიც "ტვ პირველის" ჟურნალისტის ექსპერიმენტს მოჰყვა.

საქართველოს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 112-ში მოქალაქის მიერ ზარი შევიდა, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება და შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს",- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის
"ოქრო დიდ როლს თამაშობს... ცეკვა მრავალფეროვანია" - ერაყში მცხოვრები ქართველი გოგო გვიყვება, როგორ ხდება ქორწინება ერაყში