loader

"სუნთქვა ჭირდა და ითხოვდნენ შველას" - რუსთავში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სუნთქვა ჭირდა და ითხოვდნენ შველას" - რუსთავში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე რჩებიან.

გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ის ეტლით სარგებლობდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, სპეციალიზირებული კლინიკებში, ვინაიდან ის განსაკუთრებული საჭიროების იყო, მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ.

ხანძრის გაჩენის დროს ბინაში იყო მისი დედა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ხანძრის ქრობის სამუშოებაზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ვიდეო: "ინფო რუსთავი"