loader

როგორაა ძაღლი ლაქი, რომელმაც ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას დაგესლვისგან გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორაა ძაღლი ლაქი, რომელმაც ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას დაგესლვისგან გადაარჩინა

ისტორია, რომელიც სულ ორიოდ დღის წინ მოხდა, მთელმა საქართველომ შეტყო - ტაბახმელაში ძღლმა ლაქიმ 5 წლის ბავშვი გიურზას დაგესლვისგან გადაარჩინა, სამაგიეროდ კი თავად დაზარალდა. საბედნიეროდ მისი გადარჩენა მოხერხდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა მონიტირინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ თავად გაავრცელა:

"დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.
წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.
სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს"- წერდა ის სოციალურ ქსელში.

როგორ არის ლაქი დღეს? - ამის შესახებაც ვახტანგ ლომჯარი "ფეისბუქზე" წერს და აქვეყნებს მცირე ვიდეოს, სადაც ნამდვილი გმირის მდგომარეობას თავად ნახავთ:

"ლაქი ტყუილად არ დაურქმევიათ. მართლაც ძალიან იღბლიანია, რომ გადარჩა.

ჩვენმა ეკიპაჟმა დღესაც მოინახულა და თავს ოდნავ სუსტად გრძნობს, მაგრამ ოპტიმისტურად არის განწყობილი".