loader

მოარიდეთ ეკრანს ბავშვები! - უმძიმესი კადრები, როგორ დაგლიჯა ძაღლმა ქალი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოარიდეთ ეკრანს ბავშვები! - უმძიმესი კადრები, როგორ დაგლიჯა ძაღლმა ქალი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

უმძიმესი კადრები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა. ვიდეომასლაში ჩანს, როგორ ესხმის თავს ძაღლი ქალს. შემთხვევა თბილისში გუშინ, საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. რა დროსაც შუახნის ქალს მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული კადრებიდან ირკვევა, რომ შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთი განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ მოჰყვა, მამაკაცმა ძაღლს ესროლა.

წყარო: "რუსთავი 2"