loader

"ბევრჯერ ესროლა" - დაჭრა გორში იმ დროს მოხდა, როცა ერთ-ერთი დაზარალებული მცირეწლოვან შვილს ასეირნებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრჯერ ესროლა" - დაჭრა გორში იმ დროს მოხდა, როცა ერთ-ერთი დაზარალებული მცირეწლოვან შვილს ასეირნებდა

დაპირისპირების შედეგად გორში ორი პირი დაიჭრა. დაშავებულები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა და დაჭრის ფაქტი ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა.

ერთ-ერთი დაჭრილის, ლ.რ.-ს მეუღლის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა რამდენჯერმე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


წყარო: "რუსთავი 2"