loader

"მიშველეთ, მიშველეთო! - კიოდა ის გოგო" - ქუთაისში 30 წლამდე ქალი სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშველეთ, მიშველეთო! - კიოდა ის გოგო" - ქუთაისში 30 წლამდე ქალი სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, ბინიდან ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: "რუსთავი 2"