loader

დაზიანებულია თავის ტვინი, გულ-მკერდი, მუცელი და მენჯის ძვლები, ადგილზე ამოკვეთეს თირკმელი და ელენთა - ექიმი 3 წლის ბავშვზე, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაზიანებულია თავის ტვინი, გულ-მკერდი, მუცელი და მენჯის ძვლები, ადგილზე ამოკვეთეს თირკმელი და ელენთა - ექიმი 3 წლის ბავშვზე, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი ამჟამად მკურნალობას თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ კლინიკაში გადის.

როგორც „კურიერს“ ექიმმა ნიკა რთველიაშვილმა განუცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს.

წყარო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: "საწოლიდან გადმოსულა ფანჯარაზე, გაუხსნია ბადე და გადმოყოლია თან, დედამისი კი ჭურჭელს რეცხავდა" - მეზობლები 3 წლის ბავშვის გადმოვარდნის დეტალებზე