loader

რამდენიმე საათის წინ თბილისში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა - 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე საათის წინ თბილისში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა - 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: "რუსთავი 2"


ასევე იხილეთ: 32 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს - რა კადრებს ავრცელებს შსს