loader

რამდენი დღის გარდაცვლილია თამარ ბაჩალიაშვილი და რა აღმოჩნდა მის ცხედარზე პირველადი დათვალიერების შედეგად? - დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარი დასკვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი დღის გარდაცვლილია თამარ ბაჩალიაშვილი და რა აღმოჩნდა მის ცხედარზე პირველადი დათვალიერების შედეგად? - დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარი დასკვნა

დამოუკიდებელი ექსპერტის, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, „შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო“ შეუძლებელი იყო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებები აღმოჩენილიყო.

მისივე თქმით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისთვის კვლევების ჩასატარებლად ნიმუშები აღებულია.

ეს განცხადებები ჯიშკარიანმა თამარ ბაჩალიაშვილის უფლებადამცველთა მიერ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, გუშინ თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

წყარო: "ტვ პირველი"