loader

"ძალიან ვნერვიულობ, იმედია, სწორად გაიგებს მაყურებელი" - სად წავიდა "ნინა" სინამდვილეში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ვნერვიულობ, იმედია, სწორად გაიგებს მაყურებელი" - სად წავიდა "ნინა" სინამდვილეში?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი ეპიზოდის ბოლო სერია საკმაოდ სკანდალური გამოდგა. მთავარი გმირი ნინა, რომლის როლსაც ანა ტყებუჩავა ასრულებს, განხილვის ობიექტად იქცა მისი საქციელის გამო. 5 შვილის დედამ და ონკოპაციენტმა ნინამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ოჯახი, მეგობრები და უცხო ქვეყანაში გამგზავრებულიყო სასწაულმოქმედი ლერწმის წვენის დასალევად. ვიდეოზარით გამოუცხადა ყველას სეზონის ბოლო სერიაში ამ გადაწყვეტილების შესახებ და ამცნო, რომ დაიღალა ყველაფრით და ყველასგან და ასე ამჯობინებს, დაელოდოს სიკვდილს ან გამოჯანმრთელდეს, მათგან შორს.

რა თქმა უნდა, დიდი განხილვები მოჰყვა ამ ამბავს. უმრავლესობა აკრიტიკებდა ნინას, ბევრი სერიალის შემქმნელებსაც სდებდა ბრალს არასწორი მესიჯების გამო.