loader

სკანდალური ფრაგმენტი ია ფარულავას გადაცემიდან, რომელიც მოგვიანებით წაშალეს - რამ გაანაწყენა თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ფრაგმენტი ია ფარულავას გადაცემიდან, რომელიც მოგვიანებით წაშალეს - რამ გაანაწყენა თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილები?

ორშაბათს "რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" მო­რი­გი გა­და­ცე­მა გა­ვი­და, რომ­ლის სტუ­მა­რიც მო­დე­ლი და ტელეწამყვანი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე გახ­ლდათ. გა­და­ცე­მის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ შო­რის გახ­ლდნენ ჟურ­ნა­ლის­ტი და პრო­დი­უ­სე­რი მაკა რაზ­მა­ძე და მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

მაკა რაზ­მა­ძის­თვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მის­მა ფო­ტო­შარჟ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში აჩ­ვე­ნეს, იმ სტა­ტუ­სით, რომ ნა­ზღა­ი­ძე ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხუმ­რობ­და. თუმ­ცა მა­კას­თან შე­და­რე­ბით, უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

მისი მი­სა­მარ­თით მო­დე­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ­მა ბრალ­დე­ბამ თით­ქოს, მას ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე ფეხ­ზე ხელი და­ა­დო, შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა თა­თა­რაშ­ვი­ლის­თვის.

"დღეს შე­და­რე­ბით ფრთხი­ლი პოს­ტი დავ­წე­რე, არ მინ­დო­და მძაფ­რად მეთ­ქვა ის, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემ­გან და არა­მარ­ტო ჩემ­გან იმ­სა­ხუ­რებს "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი", რო­მელ­საც გა­და­ცე­მა­საც ვე­ღარ ვუ­წო­დებ, ისე დაბ­ლა და­ეშ­ვა და გა­ბან­ძდა უკვე. სი­ბინ­ძუ­რის და ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის ბუ­დედ გა­და­იქ­ცა.

ამი­ტომ ამა­ზე აღარც შევ­ჩერ­დე­ბი. მინ­და პირ­და­პირ ტე­ლე­ვი­ზი­ას და მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მივ­მარ­თო: რას ერ­ჩით ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას? რა­ტომ აბან­ძებთ და უკარ­გავთ ყვე­ლა­ნა­ირ ფასს და ღირ­სე­ბას? ბა­ტონ ქი­ბარ ხალ­ვაშს ამის­თვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რომ სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბი ბო­ლოს ჩვენ­სკენ მო­ე­მარ­თათ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან?

კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვი­თხოვ ბო­დი­შის მოხ­დას და ვა­ცხა­დებ რომ არას­დროს აღარ იქ­ნე­ბა ჩემი ფეხი ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის არც ერთ გა­და­ცე­მა­ში სა­ნამ „ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი­დან“ ბო­დიშს არ მო­მიხ­დი­ან სა­ჯა­როდ! სა­მარ­ცხვი­ნოა რაც ხდე­ბა და მოგ­მარ­თავთ ბა­ტო­ნო ქი­ბარ და ბა­ტო­ნო პა­ა­ტა სა­ლია! ცი­ლის­წა­მე­ბა და ბო­რო­ტი ტყუ­ი­ლე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა არის დას­ჯა­დი! გთხოვთ აღ­კვე­თოთ ეს მა­რაზ­მი თქვენს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რო­მელ­საც ასე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი აქამ­დე! ვე­ლო­დე­ბი ბო­დიშს!“ - და­წე­რა თე­მურ თა­თა­რაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და პოსტზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­შიც მო­ნიშ­ნა.

მალე ტე­ლე­ვი­ზი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან გა­და­ცე­მის სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი წა­შა­ლეს და ახა­ლი ატ­ვირ­თეს, სა­დაც ეს სკან­და­ლუ­რი კი­თხვა პა­სუ­ხი ამოჭ­რი­ლია.

იხილეთ ვრცლად ამბები.გე-ზე


ასევე იხილეთ: "პირდაპირ გაუშვით ეს ეთერში!" - ვის აგინა გიორგი ნაზღაიძემ გადაცემაში?

ვინ არის გიორგი ნაზღაიძის პირველი და ერთადერთი სიყვარული? - ტელეწამყვანმა მისი ვინაობა დაასახელა

"პირველად ვსაუბრობ ამ თემაზე ასე საჯაროდ... თავის ნამუსზე იყოს..." - გიორგი ნაზღაიძე ფიქრობს, რომ ყოფილი საცოლისგან შვილი შეეძინა, რომელსაც უმალავენ