loader

"ასეთი მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის" - რა უპასუხა ია ფარულამ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმა სკანდალურმა გადაცემამ გააღიზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის" - რა უპასუხა ია ფარულამ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმა სკანდალურმა გადაცემამ გააღიზიანა

"რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" მო­რი­გი გა­და­ცე­მა გა­ვი­და, რომ­ლის სტუ­მა­რიც მო­დე­ლი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე გახ­ლდათ. გა­და­ცე­მის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ შო­რის გახ­ლდნენ ჟურ­ნა­ლის­ტი და პრო­დი­უ­სე­რი მაკა რაზ­მა­ძე და მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

მაკა რაზ­მა­ძის­თვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მის­მა ფო­ტო­შარჟ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში აჩ­ვე­ნეს, იმ სტა­ტუ­სით, რომ ნა­ზღა­ი­ძე ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხუმ­რობ­და. თუმ­ცა, მა­კას­თან შე­და­რე­ბით, უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

მისი მი­სა­მარ­თით მო­დე­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ­მა ბრალ­დე­ბამ, თით­ქოს მას ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე ფეხ­ზე ხელი და­ა­დო, შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა თა­თა­რაშ­ვი­ლის­თვის.

"დღეს შე­და­რე­ბით ფრთხი­ლი პოს­ტი დავ­წე­რე, არ მინ­დო­და მძაფ­რად მეთ­ქვა ის, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემ­გან და არა­მარ­ტო ჩემ­გან იმ­სა­ხუ­რებს "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი", რო­მელ­საც გა­და­ცე­მა­საც ვე­ღარ ვუ­წო­დებ, ისე დაბ­ლა და­ეშ­ვა და გა­ბან­ძდა უკვე. სი­ბინ­ძუ­რის და ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის ბუ­დედ გა­და­იქ­ცა".

როგორც კომენტარებიდან  ირკვევა, ია ფარულავამ პასუხისმგებლობა პროდიუსერებს დააკისრა.