loader

"აქ ბანაობენ ჩვენი შვილები..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ ბანაობენ ჩვენი შვილები..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ზაფხულს საქართველოში, ზღვაზე ოჯახთან ერთად ატარებს.

ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ზღვა შტორმის შემდეგ და რამდენი ნაგავი მოჰყვება წყალს.

„ყოველი შტორმის შემდეგ ტალღებს გამოჰქონდა უამრავი ნაგავი… აქ ნახავდით ყველაფერს, ნათურებს, ნემსებს, შამპუნის და ზეთის ბოთლებს, ფეხსაცმელებს… გავუფრთხილდეთ ბუნებას და გარემოს!!! აქ ბანაობენ ჩვენი შვილები, ამ თევზით იკვებებიან და ვიკვებებით ყველანი… არ გადაყაროთ ნაგავი მდინარეში, არც ტყეებში და მინდვრებში, არც გზებზე! ნაგავი მოათავსეთ მანქანაში (თუ გზად არაფერი არ არის), შემდეგ უკვე ნაგვის ურნაში! გაუფრთხილდი გარემოს“, – წერს ანუკი არეშიძე საკუთარ instagram-სთორის ვიდეოზე.