loader

"ექიმმა, რომელიც იბრალებდა, რომ ანესთეზიოლოგი იყო, პაციენტს არასწორი ანესთეზია ჩაუტარა"-დაკავებული ექიმების საქმის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექიმმა, რომელიც იბრალებდა, რომ ანესთეზიოლოგი იყო, პაციენტს არასწორი ანესთეზია ჩაუტარა"-დაკავებული ექიმების საქმის ახალი დეტალები

პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს, კომატოზურ მდგომარეობაში 20 თვის განმავლობაში იმყოფება.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

წყარო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" პაციენტი მოატყუეს და ოპერაცია იტალიიდან მოწვეული სპეციალისტის ნაცვლად, 2-ჯერ ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს - პაციენტი კომაშია

ვინ არის და რას ამბობს თაღლითობაში ბრალდებული ექიმი, რომელიც 25 წლის გოგონას ოპერაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც პაციენტი კომაში ჩავარდა