loader

"წერილი, შეიძლება, მკვლელმა დააწერინა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წერილი, შეიძლება, მკვლელმა დააწერინა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ წერილი, რომელიც სამართალდამცველებმა მანქანაში აღმოაჩინეს, მის შვილს სხვებმა დააწერინეს.

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე “მზაკვრულად დაგეგმილია”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.


ასევე იხილეთ: შსს თამარ ბაჩალიაშვილის უკანასკნელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მის ანაბარზე არსებულ 75 000 ლარზეა საუბარი