loader

„მანიაკალური მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს“- მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„მანიაკალური მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს“- მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა.
როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ქვეყანაში სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა.

“ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს. ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გარეთ გაშვება. საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა, სადაც მან ფული გააკეთა, სადაც ადამიანის ცხოვრება არაფერი ღირდა. ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილიდან, შემდეგ ხორავას ქუჩის საქმე და უამრავი სხვა, ეს რაც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე.

არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას გასაჭირში. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს. ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს“, - აცხადებს სააკაშვილი.