loader

"ღირდა 31 ლარი, დღეს ღირს 100 ლარი" - მედიკამენტი, რომელიც ბოლო ერთ კვირაში კატასტროფულად გაძვირდა, რას ამბობენ სააფთიაქო ქსელებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღირდა 31 ლარი, დღეს ღირს 100 ლარი" - მედიკამენტი, რომელიც ბოლო ერთ კვირაში კატასტროფულად გაძვირდა, რას ამბობენ სააფთიაქო ქსელებში

„წამალი, ედარბი კლო, რომელიც 1 კვირის წინ ღირდა 31 ლარი, დღეს ღირს 100 ლარი!!!!!
ხალხო 100 ლარი 31 ლარიანი წნევის წამალი!!!
ჩაზუსტება!
ყველგან გაწყდა და ავერსმა ასე გადაწყვიტა!

გაუმაძღარო ღორებო!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი "ფეისბუკმომხმარებელი".
"პალიტრავიდეო" დაინტერესდა, შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. ჩვენ ეს ინფორმაცია სხვადასხვა სააფთიქო ქსელში გადავამოწმეთ.
როგორც "ავერსში" გვითხრეს, ეს მედიკამენტი 74 ლარი და 48 თეთრი ღირს.
კიდევ უფრო ძვირი ღირდა წამალი "ჯი-პი-სიში". როგორც სააფთიაქო ქსელში გვითხრეს, ეს მედიკამენტი შეზღუდული რაოდენობით არის და მისი ფასი 100 ლარი და 17 თეთრია, თუმცა ფასდაკლებით მისი შეძენა 82 ლარად და 13 თეთრად არის შესაძლებელი.
ყველაზე იაფად მედიკამენტის შეძენა "პე-ეს-პეშია" შესაძლებელი. მისი ფასი 32 ლარი და 97 თეთრია.