loader

“დეპუტატის მანდატიც არ აქვს შეჩერებული, მაშინ, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს“ - გოგონა, რომელიც საკრებულოს წევრს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს, წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დეპუტატის მანდატიც არ აქვს შეჩერებული, მაშინ, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს“ - გოგონა, რომელიც საკრებულოს წევრს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს, წერილს აქვეყნებს


ფეისბუქ პორტალი “ქალები საქართველოდან“ თამთა თოდაძის წერილს აქვეყნებს, რომელიც საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიან სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

“2019 წლის 30 სექტემბერს, ჩემზე განხორციელებულმა სექსუალურმა და ფიზიკურმა ძალადობამ სრულიად გამანადგურა. თითქოს ნაწილებად დავიშალე, დანაწევრებულ ფაზლად ვიქეცი, რომელისაგანაც, სამწუხაროდ, დღემდე ნახევარიც კი ვერ ავაწყვე... 

სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ტალახს მესვრიან, რატომ არ საუბრობენ შერჩევით სამართალზე?! იმაზე, რომ არ არსებობს იმის პრეცედენტი, 138-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებული ადამიანი პატიმრობაში არ იყოს. მეტიც, 10 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე, ის გარეთაა, დეპუტატის მანდატიც არ აქვს შეჩერებული და აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას მაშინ, როდესაც მაგალითისთვის თუნდაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე რომ გავიხსენოთ, 126-ე მუხლი (ილია ჯიშკარიანს 126-ე და 138-ე მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი), რომლის საფუძველზეც დააკავეს და შემდეგ გირაოს სახით 100 000 ლარი გადაახდევინეს. როგორ ფიქრობთ, კანონის მიხედვით, რომლის ბრალეულობაა უფრო მძიმე და რამდენად შესაბამისობაშია გირაოს ოდენობასთან?!“- ვრცლად იხილეთ “ქალები საქართველოდან“.

თამთა თოდაძე 2019 წელს, საკრებულოს წევრს ილია ჯიშკარიანს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ჯიშკარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.  



ფოტოები: გედა დარჩია