loader

“გარდაცვლილი პალატაში იქამდე ეწვინათ, სანამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი არ ამოიწურა“ –თბილისის ცენტრალური საავამდყოფო სკანდალში გაეხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გარდაცვლილი პალატაში იქამდე ეწვინათ, სანამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი არ ამოიწურა“ –თბილისის ცენტრალური საავამდყოფო სკანდალში გაეხვა


26 წლის გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს.
რა მოხდა თბილისის ცენტრალურ საავამდყოფოში, შს სამინისტრო იძიებს.

“ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ეთერ მეტირიშვილი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში ნაღვლის ბუშტის შეტევით შევიდა, ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ექიმებმა პაციენტს ნაღვლის სადინარი დაუზიანეს, რასაც გულის გაჩერება მოჰყვა.

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ პაციენტის გარდაცვალება კლინიკამ ოჯახის წევრებს დაუმალა და გარდაცვლილი პალატაში იქამდე ეწვინათ, სანამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსება არ ამოიწურა.
დედის თქმით, როდესაც შვილი ნახა მას უკვე გვამური ლაქები ჰქონდა.