loader

"გაუფრთხილდით თავს, ნუ გგონიათ ვინმე მოგხედავთ" - კორონავირუსით ინფიცირებული საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაუფრთხილდით თავს, ნუ გგონიათ ვინმე მოგხედავთ" - კორონავირუსით ინფიცირებული საზოგადოებას აფრთხილებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი სოფია არაბიძე იმ უყურადღებობის შესახებ წერს.

"გამარჯობა
მე სოფო ვარ, კოვიდ ინფიცირებული. თვითმკურნალობას გავდივარ სახლში, 11 დღიანი მაღალი სიცხით, ხველებით, კუნთების და სახსრების ტკივილით, სუნის და გემოს დაკარგვით, თავის და თვალების ტკივილით, წნევით, თავბრუსხვევით, სისუსტით, მაღალი დ-დიმერით და ც-რეაქტიულით, თრომბის საწინააღმდეგო გეტრებით . აი ასეთ პაციენტს მეუბნებიან ნემსიც თვითონ გაიკეთეო, კატეს გადაღება თუ გინდა თვითონ მოდიო, ანალიზებში რა ხდება თუ გაინტერესებთ ლიმბახი თავად გამოიძახეთო, და ზოგადად თავს თვითონ მიხედეო.

მოვახერხე, როგორღაც და საჭესთან დავჯექი ფეხების კანკალით, თავბრუსხვევით, ენისქვეშ კორსიზით და უკან სიძის ესკორტით მივედი საავადმყოფოში, კატეს გადასაღებად. ვინც ამტკიცებთ რომ კორონა არ არსებობს ან ჩვეულებრივი ვირუსია, მინდა ყველას სათითაოდ ჩაგეხუტოთ და გადაგდოთ. გაიკეთეთ პირბადე,

დაიცავით წესები, გაუფრთხილდით თავს. ნუ გგონიათ ვინმე მოგხედავთ, არც 112 არსებობს, არც ოჯახის ექიმი,არც სასწრაფო ( მოგიყვებით, 5 დღის წინ ღამე ცუდად გავხდი და გამოვიძახე, ვუთხარი ინფიცირებული ვარ, მარტო ვარ, გული მიმდის, კარს ღიას ვტოვებ თუ ცუდად გავხდები და არ გიპასუხეთ შემოდით პირდაპირმეთქი. 2 საათი და 10 წუთის მერე დამირეკეს, მოვდივართ და იქნებ ეზოში ჩამოხვიდეთო , ცხადია ვერ ჩავედი და თავს თვითონ ვუმკურნალე)არც ჩემი ტესტის გაკეთებაზე შეიწუხა ვინმემ თავი, არც ანალიზებზე, არც კატეზე, დარეკვითაც არავინ მკითხულობს. სამი დღეა 112 ში ვრეკავ და მპირდებიან რომ ოჯახის ექიმი დამიკავშირდება. ჯერ არ მოვიდა ჩემი რიგი.რაო ერთი ინფიცირებული რა უჯდება სახელმწიფოსო? გაგიქრეთ თავი რა კარგად მომზადებულხართ მეორე ტალღისთვის, როგორ კარგად გადაგიმზადებიათ და დაგიმატებიათ კადრები. რა კარგად აკონტროლებთ სიტუაციას. საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მტერი იყოს თქვენს იმედზე ", - წერს სოფია არაბიძე. 

მოგვიანებით მან ახალი სტატუსი დაწერა: "ფეისბუქის, მეგობრების და ნაცნობობის ძალამოვიდა სასწრაფო, წამიყვანეს, დამაწვინეს საავადმყოფოში, მივლიან თავს მევლებიან უკეთესად ვარ" -  წერს სოფი.