loader

"ბრავო, მეგობრებო! თქვენ კოვიდი რას დაგაკლებთ" - რას ამბობს ხატია სიჭინავა გუშინდელი აქციის შემდეგ, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბრავო, მეგობრებო! თქვენ კოვიდი რას დაგაკლებთ" - რას ამბობს ხატია სიჭინავა გუშინდელი აქციის შემდეგ, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:

"მოკლედ, მე მივხვდი ერთ რამეს. ბუჩქებიდან მომზირალი ქოცები ოცნებობდნენ, ბევრი ხალხი არ გამოვიდესო. ქოცების მთავარი ჩიჩილაკი მოუწოდებდა ხალხს, თქვენ არ ხართ საკმარისი, პასუხი რომ გაკადროთო! და რაც მთავარია, გამოქოცებულ ერის ნაწილს, ჩვენ, ჩვეულებრივი საზოგადოება, რომლებიც ჩვენი ხმების დასაცავად ვიდექით, ადამიანებად არ მივაჩნივართ!

ფაქტია, რომ ავადმყოფი ერის ნაწილმა, სახელად ქოცმა, ისეთ სექტანტებსაც გადაუსწრო, რომელიც გამოუსწორებელი ნაცსექტა მეგონა. ბრავო, მეგობრებო! თქვენ კოვიდი რას დაგაკლებთ, როცა მოურჩენელი ვირუსი გაქვთ აკიდებული. ეს საქართველოა, მაგრამ ამ პანდემიის პირობებში, თუ თქვენ დღეს ხალხი გეცოტავათ, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ." - წერს ხატია სიჭინავა.