loader

"ამიტომ მიმდინარეობს, ალბათ, კოვიდი მამრობითი სქესის პაციენტებში მძიმედ უფრო მაღალი სიხშირით" - ზურაბ გურულის თქმით, აუტოანტისხეულები უფრო მეტად მამაკაცებს აქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამიტომ მიმდინარეობს, ალბათ, კოვიდი მამრობითი სქესის პაციენტებში მძიმედ უფრო მაღალი სიხშირით" - ზურაბ გურულის თქმით, აუტოანტისხეულები უფრო მეტად მამაკაცებს აქვთ

"რატომ ხდება ზოგი ჯანმრთელი ადამიანი განსაკუთრებით მძიმედ ავად კოვიდით? - მეცნიერთა ჯგუფი, პოლ ბასტარდის ხელმძღვანელობით, ფიქრობს, რომ ეს აუტოანტისხეულების ბრალია, რომელსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს საკუთარი ინტერფერონების წინააღმდეგ (ინტერფერონები იმუნური სისტემის ძირითადი პროტეინებია)", - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო ეს აუტოანტისხეულები კოვიდამდე არავითარ პრობლემას არ იწვევდნენ იმ ადამიანებში, რომელთა იმუნურ სისტემას აღნიშნული დეფექტი გააჩნია. როგორც ზურაბ გურული აღნიშნავს, კორონავირუსი ისე ააქტივებს ამ პრობლემას, რომ პოტენციურად ფატალურს ხდის. 

"საინტერესოა ისიც, რომ ასეთი აუტოანტისხეულები 94% შემთხვევაში აქვთ მამაკაცებს. ამიტომაც მიმდინარეობს, ალბათ, კოვიდი მამრობითი სქესის პაციენტებში მძიმედ უფრო მაღალი სიხშირით. ცნობილია, რომ რამდენიმე გენი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსების შეტევაზე იმუნური პასუხისთვის, X ქრომოსომაზეა განლაგებული. ვინაიდან ქალებში 2X ქრომოსომაა, ერთი დეფექტური X შესაძლოა კომპენსირებული იქნეს მეორე, ჯანმრთელი X-ით; კაცებს კი მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვთ, შესაბამისი შედეგებით. თუმცა, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მხოლოდ ამ მიზეზით აიხსნას კორონას ვერაგობები, რადგან მიუხედავად ლოგიკურობისა, კოვიდით დაღუპულთა მხოლოდ 10%-ს აღმოაჩნდა ეს აუტოანტისხეულები. ასეა თუ ისე, ერთ-ერთი საინტერესო კვლევა და ჰიპოთეზაა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ეფექტური მედიკამენტის შემუშავება, მაგალითად, იმ ინტერფერონების, რომლებიც აკლია ორგანიზმს აუტოანტისხეულების გამო", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.