loader

"შეგნების რა დონეა საერთოდ არ მესმის ....7 პისიარი გავიკეთე და თან ყველა ფასიანი" - რა საგანგაშო ინფორმაცია მისწერეს ია ფარულავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეგნების რა დონეა საერთოდ არ მესმის ....7 პისიარი გავიკეთე და თან ყველა ფასიანი" - რა საგანგაშო ინფორმაცია მისწერეს ია ფარულავას

"კოვიდიანები თავისუფლად დადიან სტომატოლოგთანო - მომწერეს" - ამის შესახებ ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს:

"კოვიდიანები თავისუფლად დადიან სტომატოლოგთანო - მომწერეს. თუ კოვიდი აქვს, მაშინ პისიარ ტესტის აღებისას უკვე ბაზაშია პირადობის ნომრით. ხომ შეიძლება, რომ გადამოწმდეს. ბაზაზე წვდომა უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს. რთული ლოჯისტიკაა?" - წერს ფარულავა.

მის სტატუსს ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი" გამოეხმაურა: "ია, ბევრი არ მიდის ტესტის გასაკეთებლად, მსუბუქი სიმპტომები აქვთ და დადიან ასე უპრაგონოდ".

რასაც ფარულავამ ასე უპასუხა: "დღეს როცა პისიარი უფასოა და ტესტს არ გაიკეთებ, მაშინ არ ვიცი რა ვთქვა ...შეგნების რა დონეა საერთოდ არ მესმის ....7 პისიარი გავიკეთე და თან ყველა ფასიანი .....არ მესმის". - წერს ფარულავა.