loader

"ვცარიელდები და სასოწარკვეთილება მეუფლება... არც კი იციან, რომ შვილი აღარ ჰყავთ" - ტრაგედია მაია კაჭკაჭიშვილის ოჯახში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვცარიელდები და სასოწარკვეთილება მეუფლება... არც კი იციან, რომ შვილი აღარ ჰყავთ" - ტრაგედია მაია კაჭკაჭიშვილის ოჯახში

კომ­პო­ზი­ტო­რი მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძა გარ­და­ეც­ვა­ლა, ბე­ბია და ბა­ბუა კი კო­რო­ნა­ვირუ­სით არი­ან ინ­ფი­ცირებულები.

"რაც დრო გადის, მით უფრო ვიზარებ მდგომარეობას, ვცარიელდები და სასოწარკვეთილება მეუფლება, მაგრამ ვაი, რომ არ მაქვს უფლება მივეცე ამ გრძნობას და გავერიდო ყველაფერს აქაურს! ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან, რომ შვილი აღარ ჰყავთ (ჩემი დიდი ბავშვი ბიძიკო). ამის მერე ხომ მჭირდება ოდნავი ძალა, რომ ამათ მაინც მივხედო თუ გადარჩნენ ან როგორ უნდა გავაგებინო 90 წლის მოხუცებს? ან ის პატარა ძალა, რომლის იმედიც მაქვს, სად ვიშოვო? იმის ნაცვლად, რომ გავძლიერდე ვსუსტდები. ვიცი, რომ ამის უფლება არ მაქვს! რა რთულია, რომ დამარქვეს ძლიერი ადამიანი და უნდა გავამართლო ეს სტატუსი. არადა არც იციან რა სუსტი ვარ..."- წერს მაია კაჭკაჭიშვილი.