"ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში" - რა ფოტოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში?
13:37 / 03-03-2021
მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში დედის დღესთან დაკავშირებით დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს: "Happy mother’s day... ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ვისურვებდი მეც ისეთივე დედა ვიყო, როგორიც შენ ხარ დე, მიყვარხარ".
მომღერალი ახალბედა დედაა. მას გოგონა გასული წლის ზაფხულში, 2 ივნისს შეეძინა. პატარას ელის-მარია დაარქვა.