loader

დათვი ქალაქში ჩამოვიდა, მოქალაქეს გაეკიდა, ავტობუსი დაეჯახა და უკან გაიქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათვი ქალაქში ჩამოვიდა, მოქალაქეს გაეკიდა, ავტობუსი დაეჯახა და უკან გაიქცა

რუსეთში, ქალაქ ნიჟნევარტოვსკში, დათვი ქალაქში ჩამოვიდა და გამვლელებს აედევნა. ინფორმაციას ტელეგრამ-არხი "მეგაპოლისი" ავრცელებს.

"ნიჟნევარტოვსკში დათვი დარბის. ცხოველი "კიას" ცენტრთან შენიშნეს. ის გამვლელ კაცს გაეკიდა." - ნათქვამია შეტყობინებაში.

გამვლელმა გაქცევა შეძლო და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა. ამ პროცესში ავტობუსი დათვს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დათვი არ დაშავდა და ცოცხალია.