loader

“არ მსიამოვნებს, რასაც ვხედავ, ფრთხილად! ბუნებას ნუ მოეპყრობით უდიერად!“ - უახლესი წინასწარმეტყველება ლელა კაკულიასგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ მსიამოვნებს, რასაც ვხედავ, ფრთხილად! ბუნებას ნუ მოეპყრობით უდიერად!“ - უახლესი წინასწარმეტყველება ლელა კაკულიასგან

“ლელა კაკულია: ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით!
ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება.
18 აპრილი, 2021 წელი“ - ლელა კაკულიას “ფეისბიქ“ გვერდზე უახლესი წიასწარმეტყველება ქვეყნებდება:
“როგორც მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ ვიწინასწარმეტყველე. ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით!..
უნდა აღვნიშნო: ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან რომელიმეა გიორგი ბრწყინვალე. ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე, იგი მიიღებს დალოცვას, დიდ ენერგიას კოსმოსიდან და ჩაეფლობა, ასე ვთქვათ, შეცურავს ქართულ პოლიტიკაში. მე ეს ძალიან მიხარია.

მე 1990–იან წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველები, ბუნებას ნუ მოეპყრობით უდიერად, თორემ მისი უდიდებულეობა ბუნება არ გაპატიებთ–მეთქი. ამიტომ ნაპრალი, რომელიც არის გაჩენილი ვაშლიჯვრის ფერდობზე, ძალიან საშიშია. მე ამას ვერ შევაჩერებ. მართალია, დაცვითი ენერგეტიკა არსებობს, მაგრამ კოსმოსიდან ის ჯერ არ წამოსულა. ბეტონით და ფილებით ვითომ გამაგრებული კლდე — ეს კლდე აღარ არის უკვე, ვინაიდან ისევ განიცდის, ასე ვთქვათ „მუტაციას“, ცვლილებას. ის ისევ წამოვა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ამას დიდი სიკვდილიანობა მოჰყვება — ასე არ იქნება, მაგრამ... მოკლედ, არ მსიამოვნებს, რასაც ვხედავ. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!

მოდიან ახალი პოლიტიკოსები. ძველი პოლიტიკოსებიდან არცერთი არ დარჩება და ეს სიახლე განაახლებს და ახალ სულს შთაბერავს ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს — უნიჭიერესი ქართველები, რომლებსაც მართლაც ესმით, რა არის პოლიტიკა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი თამარ პატარაია, შვიდი წელი მოღვაწეობდა ბრიტანეთში. კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (არ მინდა ახლა ერთი ქალბატონის გვარი დავასახელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ბავშვებს, როგორიც ჩემი თამარია. მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ. “ - ვრცლად იხილეთ ბმულზე.