loader

ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ძვირფასეულობას იპარავდა, 86 წლის ასაკში საჭმლის მოპარვისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ძვირფასეულობას იპარავდა, 86 წლის ასაკში საჭმლის მოპარვისთვის დააკავეს

პოლიციამ 86 წლის ქალი სუპერმარკეტიდან საჭმლის მოპარვის გამო დააკავა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის დორის პეინი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცნობილი საიუველირო ქურდი გახლდათ.
მისი ისტორია ასეთია - ქალს 60 წლის მანძილზე ამერიკის, ევროპისა და აზიის პოლიცია დასდევდა. იგი მხოლოდ ელიტარულ მაღაზიებს ქურდავდა, თანაც ბრწყინვალედ ასრულებდა მდიდარი ცოლის ან წარმოსადეგი ქალის როლს. პეინის მიერ მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება 2 მილიონ დოლარს აღემატება. მთელი ცხოვრების განმავლობაში კი მან 32 ფსევდონიმი და ცხრა პასპორტი შეიცვალა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი