ირინა სარიშვილი წერს, რომ ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი დადგა, როდესაც ხვდება, რომ მის პატარებს, რომელთაც დაუნის სინდრომი აქვთ, დიდი ჩამორჩენა აქვთ მათი ასაკის სხვა ბავშვებთან შედარებით.

გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:

„ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ჩემს ცხოვრებაში.

მხოლოდ ახლა მივხვდი მთელი სიცხადით, რას განიცდიან დაუნის სინდრომიანი ბავშვების მშობლები, როცა ბავშვი 4 წლის ასაკს მიაღწევს, გადასცდება და მას თავის თანატოლებთან 2 ან 3, შესაძლებელია მეტისაც, წლიანი ე.წ. ჩამორჩენა აქვს განვითარებაში. 3 წლამდე ასაკში ეს არ ჩანს, ან ნაკლებად ჩანს, რადგან ამ დროს ყველა ბავშვი თითქოს ერთ დონეზეა და ერთნაირი სისწრაფით ვითარდება. აი, მერე, როცა ვხედავთ განსხვავებას ჩვენს შვილებსა და მის თანატოლებს შორის, გვჭირდება უზარმაზარი ძალა, რწმენა რომ ეს მხოლოდ დროებითი ჩამორჩენაა, რომ გული არ დაგვწყდეს, რომ მათი თანატოლები რამდენიმე ხნით წინ არიან, არც საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას მივაქციოთ ყურადღება და არ დავმალოთ ჩვენი მზეები მათი დაცვის მიზნით ჩვეულებრივი სამყაროსგან – მათ ყველაზე მეტად სილაღე და თავისუფლება სჭირდებათ და სულ რომ გულები დაგვისკდეს, ჩვენ მათ ეს უნდა მივცეთ. ჩვენი მათდამი სიყვარული ხომ ბევრად მეტია, ვიდრე ის დროებითი განსხვავებები, რომლებიც ბავშვობის დამთავრებასთან ერთად გაივლის. ჩვენი მზეების უპირატესობა კი ისაა, რომ მათ უხანგრძლივდებათ ბავშვობა, ის ბავშვობა, რომელიც ყველაზე მცირე ნაწილია ჩვენი ცხოვრების და რომელიც ასე გვენატრება ყველას.

დაუნის სინდრომიანი ბავშვების ბავშვობა ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება და ეს ნაკლი კი არა, ბედნიერებაა, ისევე, როგორც ბედნიერებაა, ჩვენგან განსხვავებით, ბოროტი გენის არარსებობა მათში მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ჩვეულებრივები მიამიტობას რომ ვუწოდებთ და სინამდვილეში კი უპირობო სიკეთეა.

ამ ძალას ჩვენ სიყვარული მოგვცემს, სხვა ვერაფერი და ეს ძალა არა მხოლოდ მოერევა სტიგმებით სავსე საზოგადოებას, სადაც ვერ იტანენ განსხვავებულებს, არამედ უკეთესს გახდის მათ.

მთავარი სიყვარულია“.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო