loader

მონტენეგროში სიზარმაცის ჩემპიონატი დაიწყო, წესები და პრიზი კი გაგაოცებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მონტენეგროში სიზარმაცის ჩემპიონატი დაიწყო, წესები და პრიზი კი გაგაოცებთ

მონტენეგროს სოფელ ბრეზნაში, სიზარმაცის ჩემპიონატის, საიუბილეო, მეათე სეზონი იმართება. ინფორმაციას ადგილობრივი გამეცემა kodex.me ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი ყველა მსურველისთვის ღიაა - მონაწილეობა არამხოლოდ ადგილობრივებს, არამედ სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ. 

წესების თანახმად, მონაწილეები ერთდროულად უნდა დაწვნენ და რაც შეიძლება დიდი ხანი არ ადგნენ. მათ შეუძლიათ, ჭამონ, დალიონ, იკითხონ, მაგრამ არ უნდა წამოდგნენ. საპირფარეშოში გასვლის უფლება მხოლოდ 8 საათში ერთხელ აქვთ.

გამარჯვებულს 300 ევრო გადაეცემა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "მონაწილეებს ფულის გამომუშავება ყველაზე იაფიანი ხერხით შეუძლიათ."

მედიის ცნობით, 2018 წელს შეჯიბრზე რეკორდი დამყარდა. რესპუბლიკის სამ მონაწილემ 49 საათიანი წოლის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ზარმაცი ადამიანის ტიტული გაენაწილებინათ. მათ ჯილდო 400 ევროს სახით შეხვდათ.