loader

კვლევების თანახმად, Pfizer-ის Covid-19-ის ვაქცინას კლებადი იმუნიტეტი აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვლევების თანახმად, Pfizer-ის Covid-19-ის ვაქცინას კლებადი იმუნიტეტი აქვს


ოთხშაბათს გამოქვეყნებული ორი კვლევა ადასტურებს, რომ Pfizer-ის Covid-19 ვაქცინის ორი დოზით შემოთავაზებული იმუნური დაცვა დაახლოებით ორი თვის შემდეგ მცირდება, თუმცა დაცულობა მძიმე დაავადებებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და გარდაცვალებისგან კვლავ ძლიერი რჩება.

CNN-ის თანახმად, ისრაელსა და ყატარში ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს არგუმენტებს იმაზე, რომ სრულად აცრილ ადამიანებსაც კი სჭირდებათ ინფექციის საწინააღმდეგო სიფრთხილის ზომების მიღება. ისრაელის კვლევაში 4 800-მა ჯანდაცვის მუშაკმა მიიღო მონაწილეობა და შედეგებმა აჩვენა, რომ ანტისხეულების დონე ვაქცინის ორი დოზის შემდეგ სწრაფად სუსტდება, "განსაკუთრებით მამაკაცებში, 65 წელზე უფროსი ასაკის პირებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში".

ავტორი: ეკა აბაშიძე