loader

“რევოლუცია ომში“ - რა შეუძლია ისრაელის უახლეს თავდაცვის სისტემას, რომელიც მტერს ელექტრომაგნიტურ დონეზე ანეიტრალებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რევოლუცია ომში“ - რა შეუძლია ისრაელის უახლეს თავდაცვის სისტემას, რომელიც მტერს ელექტრომაგნიტურ დონეზე ანეიტრალებს


თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიურ ჯაჭვს გულისხმობს, სადაც ყველა სისტემა ერთმანეთთან დაკავშირებულია. პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს მეცნიერები მუდმივად ვითარდებიან და ახალ პროდუქტებს ქმნიან. გასართობი სისტემის გარდა, ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროშიც შეინიშნება. "ნიუ-იორკ პოსტი" ისრაელის ახალ თავდაცვით სისტემაზე წერს. “რევოლუცია ომში“ - ამ დახასიათებით ის არაერთ დასკვნაში მოხვდა.

იარაღი, რომელსაც შეუძლია მტრის ელექტრონული შესაძლებლობები შეაჩეროს. მთავარი პლუსი კი ის არის, რომ მოწინააღმდეგე მხარე მას ვერ ხედავს.
იარაღს "სკორპაისი" ჰქვია და როგორც მისი მწარმოებელი გედეონ ფუსტიკი ამბობს, "სკორპაისის" „რაკეტები“ აგზავნიან ენერგიის ვიწრო მიზანმიმართულ სხივებს, რომლებიც არღვევს მტრის ელექტროსენსორებს, ნავიგაციას, რადარს ან სხვა ელექტრონულ აქტივობას. მისი მთავარი უპირატესობა ომის ძველ ფორმებთან შედარების ის არის, რომ მას შეუძლია მიზანმიმართული სხივების გაგზავნა გაუთვალისწინებელი სამიზნეების ჩარევის გარეშე.


ავტორი: ნინი ქობალია