loader

პანდემიის დასრულების გზა საღეჭ რეზინზე გადის? - უახლესი ინფორმაცია კოვიდ 19 -თან ბრძოლის მეთოდებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანდემიის დასრულების გზა საღეჭ რეზინზე გადის? - უახლესი ინფორმაცია კოვიდ 19 -თან ბრძოლის მეთოდებზე


ბოლო 28 დღის განმავლობაში, პლანეტაზე კორონავირუსით დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. შეერთებული შტატები კვლავ პირველ ადგილზეა ინფიცირებულების რაოდენობით, შემდეგ მოდის გერმანია დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.

მეცნიერები, ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად ისევ ვაქცინაციას მოიაზრებენ, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა, თვალსაწიერი გააფართოვა და ექსპერიმენტულ მეთოდებზე დაიწყო ფიქრი. ერთ ერთი ასეთი მექანიზმი სპეციალური საღეჭი რეზინის შექმნას გულისხმობს.

ამბავს, ქართველი პროფესორი, გიორგი ფხაკაძეც გამოეხმაურა, მისი თქმით, ექსპერიმენტულ საღეჭ რეზინს შეუძლია კოვიდ 19 ის გავრცელება შეამციროს. “ახალი იმედი“ -ამ დახასიათებით იდეა არაერთ დასკვნაში მოხვდა.

ავტორი: ნინი ქობალია